რეზონანსი
19.09.2022

როდესაც საქმეში ერთვება ტექნოლოგია, იქ სპეკულაციისთვის სივრცე არ ჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არჩევნების ელექტრონული მოწყობილობებით ჩატარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ამ ნაბიჯით 2021 წელს გატარებული საარჩევნო რეფორმის დასრულება იქნება. იცით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების შემოტანა მაშინ გადაწყდა. დღეს არსებული გადაწყვეტილებით ჩვენ 100%-იანი გაციფრულება გვექნება. იცით, რომ მინიმუმ 70%-ში იქნება ელექტრონული მთვლელები, დარჩენილ ნაწილში კი ელექტრონული სკანერი, შესაბამისად ყველა ბიულეტენი გაციფრულებული იქნება.

არათუ სპეკულაციის შესაძლებლობა არ ექნებათ, ამასთან დაკავშირებით მცირედი პრეტენზიაც კი არ იქნება. ეს დაგვანახა ბათუმის შუალედურმა არჩევნებმა. როდესაც საქმეში ერთვება ტექნოლოგია, იქ სპეკულაციისთვის სივრცე არ ჩნდება. გარდა ამისა, არის სხვა საკითხები, რომელიც ამ ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა.

იცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი არ მონაწილეობდა ბოლო შეხვედრებში. ისინი საბოლოოდ გამოეყვნენ იმ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ნიშნავს. შედეგი დავინახეთ, რომ ხარისხობრივად რაიმე წუნი არ ექნება ამ შედეგს. მნიშვნელოვანი შედეგი ექნება", - აცხადებს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×