რეზონანსი
19.09.2022

 რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სტამ­ბოლ­ში, სა­რი­ი­ერ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის Vadi Istanbul-ის რეს­ტო­რან­ში ორ ჯგუფს შო­რის და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, რის შე­დე­გა­დაც 6 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. რო­გორც წე­რენ, კა­ფე­ში მსხდომ უცხო­ე­ლებს 10-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი მი­უ­ახ­ლოვ­და და მათ შო­რის და­წყე­ბულ კა­მათს ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლის შე­დე­გად 8 ტყვი­ით მძი­მედ და­იჭ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე რა­კიფ ალი­ე­ვი და 3 ტყვი­ით - მეხრაჯ კა­რი­მო­ვი. დაჭ­რილ­თა შო­რი­საა ირა­ნის მო­ქა­ლაქე საით ალი­რე­ზა და ად­გი­ლობ­რი­ვი კუ­ლამ იბ­რა­გიმო­ვი, რო­მელ­საც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვის დროს ფეხ­ში მოხ­ვდა ტყვია. დაჭ­რი­ლე­ბი მიმ­დე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე მძი­მეა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, ტყვი­ე­ბი რეს­ტო­რა­ნის სხვა­დას­ხვა მხა­რეს ცვი­ო­და, რა­საც იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­ნი­კა მოჰ­ყვა. სტამ­ბო­ლის პო­ლი­ცია აგ­რძე­ლებს სა­მუ­შა­ო­ებს ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. კონ­ფლიქ­ტის მო­ტი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

რო­გორც ambebi.ge -სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, სუფ­რა­ზე მსხდომ­თა შო­რის ორი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - ვატო ყი­ფი­ა­ნი და ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძე ("დობო") ამო­იც­ნეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის გა­სულ წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც წყა­რო ჰყ­ვე­ბა, ვატო ყი­ფი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძეს და­ესხნენ თავს, რო­მელ­მაც გა­სულ წელს თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გა­ლა­ხა.

ცნო­ბი­სათ­ვის: კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძე ("დობო") 2018 წელს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მა­შინ შსს აცხა­დებ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს აღი­ა­რებ­და და 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და. "დობო" წარ­სულ­ში ე.წ სა­დახ­ლოს საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ კლუბ "სე­ნატ­ში" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­თაც ახ­სოვს, სა­დაც კონ­ფლიქ­ტის დროს უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდა და­ინ­ვა­ლიდ­და. დო­ბორჯგი­ნი­ძე, თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გა­მო­უშ­ვეს. რო­გორც იმ­ხა­ნად ამ­ბობ­დნენ, დო­ბორჯგი­ნი­ძეს გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი მფარ­ვე­ლობ­და...

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×