რეზონანსი
19.09.2022

„ავანტიურაზე ფიქრს თავი დაანებონ და მუშაობა დაიწყონ", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ნაწილის გეგმას, რომელიც ახალი მოძრაობა შექმნას უკავშირდება.

„ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცხელი შემოდგომის დაანონსებაზე საუბრები, დაახლოებით იმას მაგონებს, ძირს რომ ვერ ხედავ, ისეთ უფსკრულში კენჭს რომ გადააგდებ მისი სიღრმის გასაზომად და უცნაური მოლოდინი და ცნობისმოყვარეობა რომ გაქვს. დაახლოებით ამ პოზიციაში იდგა მთელი ოპოზიცია და გირჩის" ამ განცხადებებს უსმენდა. უბრალოდ, ამ უფსკრულს ძირი არ აღმოაჩნდა. რა თქმა უნდა, ამ ავანტიურაში გადაშვებისთვის მათ არავითარი მიზეზი და საფუძველი არ აქვთ. ასეთ რაღაცებზე ფიქრს თავი დაანებონ და მუშაობა დაიწყონ. ეს არის ერთადერთი რამ, რის მანდატიც მათ ხალხმა ანდო", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×