რეზონანსი
19.09.2022

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 54 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, სულხან კომახიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გელა ნიორაძე ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, კიკეთში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი 17 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წყარო: „ipn"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×