რეზონანსი
19.09.2022

ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

ამავდროულად, მან აღნიშნა რომ ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება მარტივი არ იქნება.

"ჩვენ ყველანი მოთმინებით უნდა ვიყოთ ლუგანსკის ოლქის მასშტაბური დეოკუპაციის მოლოდინში. ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის ოლქში. ლუგანსკის ოლქის ყოველი სანტიმეტრისთვის მძიმე ბრძოლა იქნება. მეტოქე თავდაცვისთვის ემზადება, ამიტომ "აღლუმით" ვერ შევალთ", - წერია გაიდაის განცხადებაში.

გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, სამუშაოს განახლებისთვის ყოველ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტში.

"ხალხი ჩვენ გველოდება. ჩვენ ვემზადებით. უკრაინის ხელისუფლება დაუყონებლივ დაიწყებს მუშაობას დეოკუპირებულ თემებში. დრო და მოთმინება. თვალი ადევნეთ ოფიციალურ ინფორმაციას", - დაამატა გაიდაიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×