რეზონანსი
20.09.2022

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე "კურიერის" სპეციალური გამოშვების პირდაპირ ეთერში, ქუთაისში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს. როგორც ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, თავდაპირველად თავდამსხმელთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას, თუმცა მას შემდეგ, რაც მასთან შეთანხმება ვერ მოხდა, დაიგეგმა სპეცოპერაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თავდამსხმელმა დაკავების პროცესში წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

"სპეცოპერაციის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები მუდმივად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და ცდილობდნენ თავდამსხმელის დაყოლიებას, რომ ის ჩაბარებოდა პოლიციას და გაეთავისუფლებინა მძევლები. მიუხედავად ჩვენი არა ერთი მცდელობისა, რომ მოლაპარაკებით მიგვეღწია მასთან შეთანხმებას, მან ჩვენი არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ამის შემდეგომ დაიგეგმა სპეცოპერაცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახერხეს შეღწევა ბანკის შენობაში. მას თან ჰქონდა გახსნილი ხელყუმბარა, შემდგომში ჩვენმა თანამშრომლებმა მოახერხეს რომ წაერთმიათ მისთვის ეს ხელყუმბარა და მოხდა მისი დაკავება. ხოლო ყველა ამ მძევალმა მოახერხა რომ დაეტოვებინათ ბანკის შენობა, ისე რომ მათ არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. დაკავების პროცესში მან გასწია წინააღმდეგობა." - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×