რეზონანსი
20.09.2022

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმებს "ცინიკურს" და "პაროდიას" უწოდებს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მაკრონის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილი ე.წ. "რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების შესახებ არ იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

"დროებით ოკუპირებული დონბასის რეფერენდუმის იდეა რომ არ იყოს ასე ტრაგიკული, ცინიკური იქნებოდა.. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც რუსეთმა გამოაცხადა, პაროდიაა", - თქვა მაკონმა​.

გარდა ამისა, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონს კრემლმა, პუტინთან საუბარზე უარი უთხრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×