რეზონანსი
21.09.2022

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც მიმდებარედ მცხოვრებლებმა გვითხრეს, არსებული ინფორმაციით, ისინი 3 დღის გარდაცვლილები არიან. მათივე ინფორმაციით, ცხედრები უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გარდაცვლილთა ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია. ისინი სავარაუდოდ 20 წლისები იყვნენ. 

ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა, ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, თუმცა ეს არაოფიციალური, მხოლოდ თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციაა და ამ დროისთვის არ დასტურდება. 

"მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, "არანაირი კომენტარი არ აქვს". 

მთავარი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×