რეზონანსი
21.09.2022

ქუ­თა­ის­ში თით­ქმის 9-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვეს, ასე­ვე უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ყვე­ლა მძე­ვა­ლი.

ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე თავდასხმის მიმდინარეობაში ბევრ საეჭვო დეტალს ხედავს:

"ბანკზე თავ­დამ­სხმე­ლი ავად­მყო­ფია და ეგო­ნა, რო­გორც ესე­ბუ­ას, ამა­საც ისე გა­ა­ტან­დნენ ფულს. აქ სა­ეჭ­ვოდ ის მი­მაჩ­ნია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ძა­ლი­ან კარ­გა­დ იყო მძევ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ტე­ლე­ფო­ნი­თაც სარ­გებ­ლობ­დნენ... არ გა­მოვ­რი­ცხავ, მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი იქვე, შიგ­ნით ჰყო­ლო­და. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სპეც­რაზ­მე­ლი იყოს - ჩვე­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რად ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მათი წრი­დან იყოს. მე ის უფრო მა­ეჭ­ვებს, რომ მას და მძევ­ლებს ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი და სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში, იქ მყო­ფებ­მა უცებ აუ­ღეს ალღო თავ­დამ­სხმელს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს პი­როვ­ნე­ბა მარ­ტო იყოს, თუნ­დაც ასე­თი ციფ­რის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. 2 მი­ლი­ო­ნით ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი - ვერ­ტმფრე­ნამ­დე ხომ უნდა მის­ვლა, ან მერე იმ ვერ­ტმფრე­ნით სად უნდა წა­ვი­დეს?

მისი ქმე­დე­ბე­ბი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ახ­დე­ნენ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე უწყე­ბის, შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქაც ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, კაცი სა­თა­მა­შო პის­ტო­ლე­ტით რომ შე­ვარ­და ბან­კში და პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და. 

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ყა­ჩა­ღი 2 მი­ლი­ონს ითხოვს. რო­გორც ჩანს, იცოდ­ნენ მისი ვი­ნა­ო­ბა, ით­ქვა, რომ ვა­ლე­ბი აქვს, წა­ვი­და, ჩა­მო­ვი­და, იქვე გა­აჟ­ღე­რეს, ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი­აო, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ფე­ი­კია" და "ბლე­ფი", - უთხრა ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძემ "ამბებს".

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×