რეზონანსი
21.09.2022

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების უფლებას პუტინს არ მისცემს.

ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა BILD-თან ისაუბრა. როგორც მან  აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"მე არ მჯერა, რომ ის [პუტინი] იარაღს გამოიყენებს. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მას ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს. ხვალ პუტინმა შეიძლება თქვას: უკრაინასთან ერთად, ჩვენ პოლონეთის ნაწილიც გვინდა, სხვა შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ამ კომპრომისებზე წასვლა", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×