რეზონანსი
21.09.2022

არსებობს თუ არა თანამზრახველი? - გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული პირის ვინაობა. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ნარსიას სახლში სტუმარი იმყოფებოდა.

ბანკზე თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გრიგოლ ნარსია უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ტერორიზმში ბრალდებულს ხუთი იურისტი იცავს.

მათი თქმით, ბანკში შეჭრის მოტივად დაკავებული შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

"მან გამიმეორა მოტივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გულის მანკით არის 6 თვიდან დაავადებული. ჟვანიას კლინიკაში გადიოდა რეაბილიტაციურ მკურნალობას. ამისთვის არ ჰქონდა თანხა. მძევლების აყვანა გამიზნული ნამდვილად არ მქონდაო. როცა შევედი მე ბანკში გასროლა მოვახერხე და რაც ჰქონდათ სალაროსთან იმ თანხის წაღება მინდოდა და წასვლა მინდოდაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილად არ ყოფილა, ის იყო ბუტაფორია. აღწერა კიდეც რა შემადგენლობა იყო შიგნით," - აღნიშნა ადვოკატმა ციცი ბაბუნაშვილმა.

წყარო: „რუსთავი 2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×