რეზონანსი
21.09.2022

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის ბრალდებებს პირადად უპასუხებს.

ამის შესახებ სოსო გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

„მე ლევან მურუსიძეს არ ვიცნობ, პროფესიული კუთხითაც არასდროს გადავკვეთილვართ და არასდროს შევხვედრილვარ მას.

დღეს იოსებ გოგაშვილს შევხვდი და აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრე, რაზეც მითხრა, რომ თავად გაავრცელებდა განცხადებას", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს. როგორც მან განმარტა, სასამართლოს წინააღმდეგ იგეგმება გარკვეული დისკრედიტაცია.

მისივე თქმით, სოსო გოგაშვილმა პირადად მას მიმართა წერილით, სადაც ციხიდან გათავისუფლების შესახებ დახმარებას სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გოგაშვილი გარკვეული ნაბიჯის გადადგმაზე საუბრობდა სასამართლოს წინააღმდეგ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×