რეზონანსი
21.09.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია რამდენიმე მიზეზის გამო გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ „ერ-ბე-კა"-უკრაინასთან კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის გაჭიანურებული ომით დაღლის მცდელობაა.

გარდა ამისა, კრემლი ცდილობს, შექმნას საჭირო რეზერვები, ასევე უზრუნველყოს დამატებითი ფორმირებებისა და ქვედანაყოფების განლაგება.

დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთი გეგმავს ფიქტიური „რეფერენდუმების" ჩატარებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეცვალოს რიტორიკა და ომზე სიტუაციის წარმოდგენა.

„თუ აგრესორი ამ ტერიტორიებს რუსეთს შეუერთებს, უკვე იტყვიან, რომ უკრაინა ახორციელებს შეტევას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს კი იქნება სიტუაციის სრულიად განსხვავებული პრეზენტაცია სპეციალურად შიდა გამოყენებისთვის. მაშინ შეძლებენ მშვიდად თქვან, რომ უკრაინა უტევს რუსეთის ტერიტორიებს და ამიტომ მათ დაცვა სჭირდებათ, კერძოდ, მობილიზაციის გზით", - განმარტა სკიბიცკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×