რეზონანსი
21.09.2022

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ გრი­გოლ ნარ­სი­ას ად­ვო­კა­ტი ადასტურებს, რომ ბან­კში შეჭ­რის მი­ზე­ზი და­კა­ვე­ბუ­ლის შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა. ცი­ცი­ნო ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის ინფორმაციით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და­გეგ­მი­ლი არ ჰქონ­და. 

"მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მისი ერთდაერთი შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია.

ნარ­სი­ას მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და­გეგ­მი­ლი არ ჰქო­ნია, უბ­რა­ლოდ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და "ინტერპრესნიუსთან" ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნარ­სია წარ­სულ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კონ­ტრო­ლი­ო­რად მუ­შა­ობ­და. დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, შემ­დეგ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - გე­გუ­თის მე-14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კონ­ტრო­ლი­ო­რი გახ­ლდათ. იქ, 2010 წლი­დან 2012 წლამ­დე მუ­შა­ობ­და.

"ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ სა­თა­მა­შო იყო და ნამ­დვი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­ყუმ­ბა­რას, შე­საძ­ლოა, ის სპორ­ტუ­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ია­რაღს, სა­ი­და­ნაც გა­ის­რო­ლა, „სტარ­ტოვ­კა“ იყო, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხმა აქვს. ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ი­ღო და სარ­დაფ­ში ჰქონ­და დიდი ხანი და შე­საძ­ლოა, სპორ­ტუ­ლი იყო­სო, თვი­თო­ნაც არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, საბ­რძო­ლო არის, თუ არა.

გრი­გო­ლი ამ­ბობს, მძევ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად მყავ­და, რაც უნ­დო­დათ, იმას აკე­თებ­დნენ და პი­რი­ქით, 3 ადა­მი­ა­ნი გა­მე­პა­რა უკა­ნა კა­რი­და­ნო.

ნარ­სი­ას თქმით, მისი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. ჩვე­ნე­ბა­ში მას და­ნა­შა­უ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად 2 დღე აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. დიდი არც არა­ფე­რი მომ­ზა­დე­ბა უნ­დო­და იმი­ტომ, რომ ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი გა­დაჭ­რი­ლი პლასტმა­სის მი­ლე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. გრი­გოლ ნარ­სი­ას წლე­ბია არ­სად უმუ­შა­ვია." - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×