რეზონანსი
21.09.2022

35 წლის აიდინ ჰამზაევი სოფელ ქეშალოში მდებარე საკუთარ სავაჭრო ობიექტში ჩაცხრილეს. ნიღბიანმა პირმა ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახლობლები ყვებიან, რომ თავდასხმა კომერციულ ფართში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. ჩანაწერები პოლიციამ უკვე ამოიღო.

რა გახდა დანაშაულის მოტივი - ამ საკითხზე საუბარი ახლობლებს უჭირთ. მათ არც მკვლელის შესახებ აქვთ ინფორმაცია. ამბობენ, რომ აიდან ჰამზაევს მტერი არ ჰყოლია და ის კონფლიქტური პიროვნება საერთოდ არ ყოფილა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ათზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ჰამზაევების სახლში დღეს დილიდან სამძიმარს იღებენ. დანაშაულის ვერსიებზე ოჯახი არ საუბრობს. ამბობენ, რომ მკვლელი ლაბადით და ნიღბით გადაადგილდებოდა, თავდასხმის შემდეგ კი იქვე მდგარი სხვისი ავტომობილით მიიმალა. არ გამორიცხავენ, რომ ჰამზაევი სახლიდან მაღაზიაში სპეციალურად გაიყვანეს.

სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე დაკითხა მოკლულის მეზობლები და ოჯახის წევრები. ფაქტზე ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×