რეზონანსი
21.09.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება გავლენას არ მოახდენს უკრაინელების მზადყოფნაზე, იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ ყველას, ვინც იარაღით მოდის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აქ თუ მობილიზაციის ფარგლებში", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

„მტრის სრულმასშტაბურმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და სათანადოდ შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ამიტომ, აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა", - განაცხადა მან.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×