რეზონანსი
22.09.2022
რუსეთიდან მოქალაქეების "მასობრივი გადინების" შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს. გამოცემა "მედუზას" ინფორმაციით, საზღვრების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონებში "რეფერენდუმის" ჩატარებამდე არ იგეგმება, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ ქვეყანას მოქალაქეების დიდი რაოდენობა დატოვებს. როგორც "მედუზა" წერს, მდგომარეობა დამოკიდებულია რუსეთის ძალოვანი უწყებების შეფასებაზე (თავდაცვის სამინისტრო, სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები) და ასევე, თავად ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ "რეფერენდუმები" და მობილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებზე 1 400-მდე პირი დააკავეს.
ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×