რეზონანსი
22.09.2022

გათავისუფლებული აზოვის მებრძოლები მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ დაბრუნებაში მონაწილეობა მიიღო.

"უსაზღვროდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დაგვაბრუნეთ. მადლობა მთელ შეიარაღებულ ძალებს და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალს. მადლობა მთელ გუნდს და იმ ხალხს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენს დაბრუნებაში," - აცხადებს აზოვის მებრძოლი.

"ბევრი რამ უკვე ითქვა, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც ახლა, ამ დღეს, ზუსტად ამ საათში ასრულებენ დავალებებს საბრძოლო პუნქტებზე, იბრძვიან ჩვენი უკრაინისთვის. დიდება უკრაინას," - ამბობს აზოვის მებრძოლი.

ცნობისთვის, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. 215 გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროს შორის აზოვის 108 მებრძოლია. მათ შორის არიან "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო. ასევე ცნობილი გახდა, რომ ტყვეობიდან თავისუფალია 10 უცხოელიც, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. შეთანხმების შედეგად კიევმა მოსკოვს 55 რუსი ტყვე და პუტინის ნათლიმამა, ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×