რეზონანსი
22.09.2022

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებენ. ეს განცხადება ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა, - ამის შესახებ BBC წერს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადება (რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს), რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ".

ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები ​​ჭორებს ავრცელებენ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×