რეზონანსი
22.09.2022

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბრეგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება.

"მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილებით, საქართველო უცვლელად აგრძელებს იმ კურსის დაცვას, რასაც ქვია ადამიანის უფლებების დაცვა და ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად და დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პოლიციის, ასევე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და იქნება დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებას, ღირსებას და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის," - აცხადებს ბრეგაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×