რეზონანსი
22.09.2022

ქუთაისის სამხარეო პოლიციაში ყოფილი მძევლების დაბარება გრძელდება. ერთ-ერთი ყოფილი მძევალი ვანო ხეცურიანი "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის დღეზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"აგრესიული არ იყო. დროდადრო რაღაც ტვინშიც ვერ იყო მე მგონი... "ლიმონკას" არ უშვებდა ხელს და კარგად ეკავა ხელში და იძახდა არ გამივარდესო. მაშინ ეგ ვთხოვე, რომ გადაგაკრავ "სკოჩით," იქნებ არ გაგივარდეს-თქო და გადავაკარით "სკოჩი". მერე როცა ხმაური ატყდა ზემოდან, მოიხსნა ეს, რომ შემოვიდნენ უცებ, ხელის გახსნას ვერ მოვასწრებო. შესაძლებელია ყოფილიყო ბუტაფორია, მაგრამ შესაძლებელია ყოფილიყო ნამდვილი," - განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა მძევალმა ვანო ხეცურიანმა.

რაც შეეხება დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატებს, ისინი ამტკიცებენ, რომ ტერორიზმში ბრალდებულს ბანკის შენობა იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით ჰქონდა დანაღმული და ის რეალურად საშიში არ იყო. ადვოკატების თქმით, როგორც ნარსია აცხადებს, აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობა საპნის ხსნარისგან იყო დამზადებული.

გრიგოლ ნარსიას საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრის გამო ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ. რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×