რეზონანსი
22.09.2022

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძე საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის სავარაუდო კავშირებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, რეგლამენტით გათვალისწინებულია პარიტეტული მონაწილეობა, შესაბამისად, მასში მონაწილეობას მიიღებენ.

„ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა ამის რესურსი, თუკი რაიმე კომისიას შექმნიან, დადასტურდება ერთადერთი რომ, სპეკულაციას დაესმება წერტილი და სიმართლე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. აქვე მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ როცა საგამოძიებო კომისია იქმნება, ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, ოპოზიციის, რეგლამენტის მიხედვით, პარიტეტულად თანაბარი უფლებით მონაწილეობს უმრავლესობაც, შესაბამისად თუ რაიმე კომისია შეიქმნება, პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ იმუშაოს რეგლამენტის შესაბამისად და კითხვებს ობიექტური პასუხები გაეცეს. რეგლამენტში გათვალისწინებულია ორმხრივი მონაწილეობა, შესაბამისად თუ შეიქმნება, მონაწილეობას მიიღებს ყველა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×