რეზონანსი
22.09.2022

ჟვანიას სახელობის კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება - დაწესებულების ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ბანკზე თავდამსხმელის შვილი მათი პაციენტი არასოდეს ყოფილა.

"მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, „საქართველოს ბანკის" ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა "მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია". ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის და რეაბილიტაციის ფაქტს," - ნათქვამია გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×