რეზონანსი
22.09.2022

საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს. 27 სექტემბრიდან ტვირთმფლობელები ვებ-გვერდის cargo.railway.ge საშუალებით ოფისიდან გაუსვლელად არა მარტო ადგილობრივი გადაზიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ მიღებასა და შევსებას, არამედ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) მიიღებასაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებს ადგილობრივი ტვირთის ზედნადებისა და გადაზიდვის დავალების მიღება ონლაინ რეჟიმში  2017 წლიდან შეუძლიათ. თუმცა კომპანია დოკუმენტაციის წარმოებას საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაც ამარტივებს. ზემოთაღნიშნული საბუთის  (სმგს) გაფორმება სრულად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს.  გარდა ამისა, რკინიგზის მომხმარებლები ელექტრონულადვე შეძლებენ  გაფორმებული საბუთი წარუდგინონ კომპანიას, ელექტრონულად მოაწერონ ხელი და ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი საკუთარი საბუთის სტატუსს. 

საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში წარმოებას 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში იწყებს. მომხმარებლებს კი მოუწოდებს ინსტრუქციითა და ვიდეო გაკვეთილებით იხელმძღვანელოს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×