რეზონანსი
22.09.2022

ასე აფასებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თქმით, „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის".

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით, კლანებს შორის ფინანსების გადანაწილების საკითხზე ბრძოლა მიმდინარებს. მისივე თქმით, ზოგადად ოპოზიციის სისუსტე ქვეყნისთვის ცუდია, თუმცა „ნაცმოძრაობა" ანუ რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ სუსტები არიან, ეს არის ძალიან კარგი".

„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით კლანებს შორის ბრძოლა არ არის ახალი ამბავი, ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაწყებულია და შეეხება იმას, თუ ვის განკარგულებაში იქნება ომის დროს მოპარული დიდი ფინანსები, მითვისებული თანხები და მატერიალური რესურსი, რომლითაც იმართება აქციები საქართველოში. გვახსოვს ინფორმაცია, რომ ევროპელ ლობისტებში უნდა დახარჯულიყო 1.5 მილიონი დოლარი იმისთვის, რომ ემუშავათ „ქართული ოცნების" პირობებში როგორ არ მიეღო სტატუსი ქვეყანას. მათ შიდა ბრძოლაზე ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ აქვთ ფინანსებზე, შიდა გავლენებზე და ტელევიზიებზე ბრძოლა ერთმანეთში. ოპოზიცია რომ სუსტია ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ „ნაცმოძრაობა", ანუ რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ სუსტები არიან ეს არის ძალიან კარგი. იქნებ მოხდეს სასწაული და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ მმართველ პარტიას", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×