რეზონანსი
22.09.2022

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, ოპოზიციის ნაწილის მიერ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძე განმარტავს, ყველა სახის ინფორმაციას სჭირდება დამადასტურებელი ფაქტი.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა ახალი რეგლამენტის მიხედვით, მათი კომპეტენციაა, შეუძლიათ ეს კომისია შექმნან, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას, ეს მათი საქმეა. უკვე შემოტანილია შესაბამისი ხელმოწერები მათი მხრიდან და კი ბატონო, შეიქმნას ეს კომისია და ჩვენც ჩავერთვებით, რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ და კომისიამ დადოს, რა შედეგი შეიძლება დაიდოს. მარტივად შეგვიძლია შევთანხმდეთ, ჩვენ, საზოგადოება, ჟურნალისტები, როცა ვიღაც რაღაცას ლაპარაკობს, შესაბამისი მტკიცებულებები მოვთხოვოთ ხოლმე, თქვენ, მაგალითად, შეგიძლიათ ბევრი რაღაც თქვათ, მაგრამ თუ მტკიცებულებას არ წარმოადგენთ, ჰაერში გაბნეულ ამბად დარჩება.

ნათქვამს, რაღაც ფაქტით გამყარება ხომ სჭირდება. მაგალითად, სამმა ადამიანმა ახლა პირი რომ შეკრათ და რაღაცები ილაპარაკოთ ერთმანეთის თანხვედრაში მოსული, ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება მაინც ხომ სჭირდება ამ ყველაფერს. ანუ ჩვენ რას მივეჩვიეთ იცით წლების განმავლობაში - „ნაცმოძრაობის" ტელევიზიები, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მათი აგენტები, მათი გარე სპიკერები რაღაცებს ლაპარაკობენ და შემდეგ ცდილობენ ამ ყველაფრის ფაქტად წარმოჩენას. ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება ოდესმე გინახავთ, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რაიმე ფაქტით გამყარებული გინახავთ? ნალაპარაკები არ არის ფაქტი, ამ მოცემულობაზე შევთანხმდეთ. ვინ რა დაუდასტურა ერთმანეთს და როგორ შეთამაშდნენ აგენტები, გარე სპიკერები და „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, ეს არის მეორე საკითხი. ჩვენ, ყოველთვის ვითხოვთ ფაქტს და მტკიცებულებას. ჩვენი მხრიდან რაღაც ინფორმაცია რომ ვრცელდება ხოლმე, კონკრეტული ფაქტებით ხომ გელაპარაკებით, ასეთივე ფაქტებით ხომ შეუძლიათ მათაც ილაპარაკონ, მაგრამ არ შეუძლიათ, ეს არის პასუხი ყველაფერზე", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×