რეზონანსი
22.09.2022

როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, საქართველომ „ევრობასკეტის" საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა. მინისტრა ამის შესახებ „მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, კალათბურთის ფედერაციას საორგანიზაციო ხარჯებისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან 7 850 ათასი ლარი გამოიყო.

„ჩვენ როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ოდენობა 7 850 ათას ლარამდე და რეალურად საორგანიზაციო ხარჯები დღეისთვის შეადგენს 7 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ არამცთუ საორგანიზაციო ხარჯისთვის არ იყო 13 მილიონი საჭირო, რაც რასაკვირველია სასიხარულოა, არამედ ჩვენ მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს ეკონომია, რომელიც ჩვენ „ევრობასკეტის" შედეგად გაგვიჩნდა, არის დიდი შვება როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც ჩვენ იმისთვის, რომ „ევრობასკეტი" მაღალ დონეზე წარმართულიყო, სათანადო დაფინანსება წელს ვერ მივეცით",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან მინისტრის თქმით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობასა და აღჭურვაზე 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ახალი სპორტის სასახლის პროექტირებასა და მშენებლობაზე დაიხარჯა 90 600 000 ლარი, აღჭურვისა და სხვა თანმდევმა ხარჯებმა შეადგინა 6 100 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს სახელმწიფოს დაუჯდა 96 მილიონ ლარზე მეტი. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, რომ კოვიდის პერიოდში დაიწყო მშენებლობა და შემდგომ პერიოდში მსოფლიოში მოხდა უარესი - დაიწყო ომი და სერიოზული ეკონომიკური პრობლემები არაერთ ქვეყანაში",- განაცხადა თეა წულუკიანმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×