რეზონანსი
23.09.2022

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე ემსხვერპლა.

ასევე, ავარიის შედეგად დაღუპულია სასულიერო პირის 8 წლის შვილიც.

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×