რეზონანსი
23.09.2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში გამოსვლისას სამ მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ოკუპაცია არის ჩვენი ერისთვის მიუღებელი და რუსეთის ოკუპაცია მალე დასრულდება, ასევე რუსეთის წარმოებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის საქართველოში წარმოებული აგრესიის გაგრძელება. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ის, რომ ამ მოკლე დროში ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მიღება და კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირის წევრობასთან. მესამე საკითხი, რომელსაც ასევე გაუსვა ხაზი პრემიერმა, ეს იყო სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხი", - აცხადებს სამხარაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×