რეზონანსი
23.09.2022

ვისურვებდი, იმ გზავნილებს, რომელიც პრემიერმა გაერო-ს ტრიბუნიდან გაახმოვანა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მათ უერთგულოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შიდა პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ტექსტის ერთგული უნდა დარჩეს ქვეყნის შიგნითაც.

„მე ერთი რამ შემიძლია, ვთქვა და ვისურვო, რომ ის გზავნილები, რაც პრემიერს ჰქონდა გაერო-ს ტრიბუნიდან გახმოვანებული, იმ გზავნილებს უერთგულოს, როცა საქართველოში ჩამოვა და გააგრძელოს ამ ყველაფრის საუბარი. იმიტომ, რომ მე მახსოვს, როდესაც მისი გზავნილები აბსოლუტურად აცდენილი იყო გუშინდელ გამოსვლას. ამას ვისურვებდი, რომ იმ ტექსტის ერთგული დარჩეს ქვეყნის შიგნითაც, შიდა პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად და ამ ნაწილში მაინც, ოპოზიცია და მმართველი პარტია ვიყოთ ერთსულოვნები რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთის ოკუპაციას და სხვა ეროვნულ საკითხებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×