რეზონანსი
23.09.2022

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მოსკოვი შეერთებული შტატებისგან პასუხსა და ცივილიზებული სამყაროსგან გარიყვას უნდა ელოდოს.

„აშშ დიდი ბირთვული სახელმწიფოა, უდიდესი სამხედრო სახელმწიფო მსოფლიოში და ის, რომ აშშ სერიოზულად უყურებს რუსეთის [ბირთვულ] მუქარას, ასევე საფრთხეს წატმოადგენს რუსეთისთვის. თუ რუსეთი ყველა ტაბუს დაარღვევს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და დღეს იცავს თავის ტერიტორიას მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, თუ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, რუსეთი პასუხს უნდა ელოდოს", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება".

22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×