რეზონანსი
23.09.2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.

"თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×