რეზონანსი
28.09.2022

„დიდი ხანია რუსეთი ემზადება უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ახალი ანექსიისთვის და მობილიზაციის გამოსაცხადებლად უკრაინელების ჯარში გაწვევის მიზნით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ დღეებში, რუსეთი იმედოვნებს, რომ გამოაცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ახალ ანექსიას. დიდი ხანია, ამისთვის ემზადებოდნენ და დიდი ხანია, ეს აშკარაა. ვხედავთ ყალბ რეფერენდუმებს იმ ტერიტორიებზე, რომლების შთანთქმაც რუსეთს სურს. ის, რომ რუსეთში მობილიზაცია ახალი კრიმინალური ანექსიის წინა დღეს გამოცხადდა, შემთხვევითი არა. მიზანი აშკარაა - ოკუპანტს სურს, ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლები ჯარში წაიყვანოს. ან მოგკლავენ, ან მოკლავ - რუსეთის სურვილია, აიძულოს ასიათასობით უკრაინელი ოკუპირებულ მიწებზე, ასეთი არჩევანი გააკეთოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×