რეზონანსი
28.09.2022

თბილისი იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად საცობებთან დაკავშირებული დისკომფორტი არსებობს, მაგრამ ის თბილისისთვის და თბილისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„საცობებთან დაკავშირებით, ცხადია არსებობს დისკომფორტი, მაგრამ ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ქალაქის მერს, გამიხარდებოდა, რომ ეს ქუჩები მოწესრიგებული ყოფილიყო და ისე გვიწევდეს რეფორმის განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემი წარმატება ზუსტად აქედან დაიწყო და ის იმსახურებს, რომ იყოს საუკეთესო, ყველანაირად მოწესრიგებული. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, ამაყობდნენ თავიანთი უბნებით და ქუჩებით, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს მზაობა, რომ ქალაქი სხვადასხვა პროექტების შედეგად განვითარდეს და მოწესრიგდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×