რეზონანსი
28.09.2022

ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი" ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს, ე.წ. რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შეერთება განიხილოს.

„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გწერთ ლუგანსკის ოლქის ხალხის სახელით! რეფერენდუმზე რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, შესვლის საკითხი,"- აღნიშნულია პასეჩნიკის მიმართვაში.

მანამდე, ლუგანსკის ოლქის, ე.წ. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ" განაცხადა, რომ „ხმების" 100%-ით დათვლის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკის" მოსახლეობის 98.42%-მა ხმა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების სასარგებლოდ მისცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×