რეზონანსი
29.09.2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელი სხდომა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტზე გამოხმაურებით დაიწყო.

„ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×