რეზონანსი
29.09.2022

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა შეიარაღებაში მილიონობით დოლარი გადაიხადა, თუმცა ვალდებულება მოკავშირე ქვეყნებსაც კი არ შეუსრულებიათ. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს მიაღწიოს, რომ სომხეთმა იარაღი ვერ მიიღოს და გარკვეულ წარმატებას მიაღწია კიდეც.

„არსებობს შემთხვევები, როდესაც გადახდილია ასობით მილიონი დოლარი, მაგრამ იარაღის მიწოდების ვალდებულება არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მიერ. ეს მტკივნეული რეალობაა და სიტუაციის საფუძვლიან გაანალიზებას საჭიროებს", - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×