რეზონანსი
29.09.2022

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს" ეხმაურება.

მისი თქმით, ქართული მხრიდან მკაცრი რეაგირება უნდა იყოს. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მობილიზებული, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებით არ დასრულდეს.

„ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტი" არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს ყველას კარგად გვესმის და ამაზე საჯაროდ ხმამაღლა უნდა ვთქვათ. რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. მთავარია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა ვიყოთ მჭიდრო კავშირში, და რაც მთავარია, ძალიან კარგად დავინახეთ, რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს პოზიციების შესუსტებას საერთაშორისო არენაზე, რამხელა საფრთხის მატარებელია და რამდენად სახიფათოა ის ანტიდასავლური გზავნილები, რომელიც ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის ხოლმე, ეს პირდაპირ ემუქრება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამიტომ, დღეს პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მობილიზებული, რომ ეს ნაბიჯი, რაც გადაიდგა ბელარუსის პრეზიდენტის მხრიდან, ეს პროცესი ბოლომდე არ მივიდეს და არ დასრულდეს აღიარებით, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×