რეზონანსი
29.09.2022

ფაქტი არის, რომ სახეზეა ქართულ პოლიტიკურ ველზე დამარცხებული და ბოლომდე გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ რასაც ვხედავთ არის საბოლოოდ განადგურებული რადიკალური ოპოზიციის რიგები. „ნაციონალური მოძრაობა" პირველ რიგში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში" არ იგულისხმება მხოლოდ ერთი პარტია, აქ იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს დავამარცხეთ და დღეს მარტივ მამრავლებად არის დაშლილი. მთელი ეს დაჯგუფებები უკვე რეალურად არიან საბოლოოდ განლევის რეჟიმში, ერთმანეთთან დაპირისპირებაში და როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი ამ პროცესებში ცდილობს ხელი მოითბოს. მას აქვს სხვებზე მეტი ფინანსური რესურსი, რომელიც ქართულ ჯარს მოჰპარა როგორც მინისტრმა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, მას არ აქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას და მის აქტიურობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×