რეზონანსი
29.09.2022

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულს გაგზავნის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, მათ თვის ბოლომდე უნდა შეავსონ ბელარუსში განლაგებული რუსული არმიის ნაწილები.

მისივე თქმით, გამოცდილთა და მობილიზებულთა თანაფარდობა 1/5-ზე უნდა იყოს.

"ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამხედრო და სამოქალაქო შენობები რუსი სამხედროების განსათავსებლად. ასევე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები, ანგარები და ფართები" ამბობს მალიარი.

მისივე თქმით, პერსონალის გაზრდის შემდეგ, რუსები გამოიყენებენ სამხედრო ტექნიკას ბელარუსის საწყობებიდან. გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს სამხედრო ტრანსპორტისთვის სამოქალაქო სატვირთო მანქანების მობილიზებას.

დაზვერვის ცნობითვე, ბელარუსის ხელისუფლებამ უშიშროების ძალებს დაავალა ხელი შეუწყონ რუსების მობილიზებას, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×