რეზონანსი
02.10.2022

მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა რახმან მუსაევმა, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა, თანამდებობა დატოვა. 

სკოლის დირექტორმა მეხმან მუსაევმა გამოცემას უთხრა, რომ მასწავლებელმა პოსტი "ჯანმრთელობის პრობლემების გამო" დატოვა. რაც შეეხება მოსწავლეების დასჯას, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ საქმეს იძიებს. რახმან მუსაევი მეხმან მუსაევის ძმისშვილი.

დღეს, 2 ოქტომბერს გამოცემაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. როგორც გამოცემა წერს, მუსაევმა ფოტოები ბავშვების მშობლებს გაუგზავნა. მათივე ცნობით, მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, რომლებიც კარგად არ სწავლობენ.

წყარო: "Aktual.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×