რეზონანსი
03.10.2022

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი ამ­ბობს, რომ მა­მის და­პა­ტიმ­რე­ბამ მის ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ შეც­ვა­ლა.

„რომ ჩა­მო­ვი­და, ეს “ფე­ის­ბუ­ქი­დან” გა­ვი­გე. მა­შინ ონ­ლა­ინ სკო­ლა იყო კო­ვი­დის გამო, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ვერ ვსწავ­ლობ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი. ის, რაც მოხ­და, დიდი ცვლი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რად.

ზო­გა­დად მიშა ყო­ველ­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ იყო ხოლ­მე და მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახლა აქ ვნა­ხუ­ლობ, ეს კარ­გია ჩემ­თვის, მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ვიზ­რდე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რად. ჩემი აზ­რით, მი­შას ჰქონ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა, მი­ნუ­სე­ბით და პლი­უ­სე­ბით. ამ­დე­ნი გა­ა­კე­თა და ახლა რა ხდე­ბა, რომ ვუ­ყუ­რებ, არ მინ­და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, ისე­დაც არ მქონ­და დიდი სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ახლა ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემ­თვის ასე­თი ცხოვ­რე­ბა არ არის მი­სა­ღე­ბი.

და­კა­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხანი რომ იქ­ნე­ბო­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არ მე­გო­ნა. მე­გო­ნა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ინც გა­და­იყ­ვან­დნენ სამ­კურ­ნა­ლოდ. რთუ­ლია, როცა ვხე­დავ, რომ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლია. რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რად, ისე ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ადრე უფრო იყო მას­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცე­ცხლი, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს ჩემ­თან. უკ­რა­ი­ნის ომ­ზეა გა­დარ­თუ­ლი. ჩა­უქ­რა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ცე­ცხლი და სხვა რა­მე­ე­ბით და­კავ­და.

ცი­ხე­ში ნახ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. თვი­თონ ის ფაქ­ტი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, რომ ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ის იყო, რო­დე­საც მი­ვე­დი ცი­ხე­ში და შუ­შის იქით და­ვი­ნა­ხე და ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. შემ­დეგ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, როცა კლი­ნი­კა­ში მი­ვე­დი და ჩა­ვე­ხუ­ტე.

მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც მაქვს ჩემი სირ­თუ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ოჯა­ხი რომ არ არის კარ­გად, ძა­ლი­ან და­მა­ზა­რა­ლა ამან. რა­ტომ არის ცი­ხე­ში მიშა და ახლა კლი­ნი­კა­ში – ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბია. ამას ბევ­რი გა­მე­ო­რე­ბა არ უნდა. ამას ევ­რო­პა­შიც ამ­ბო­ბენ” – თქვა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლმა “მთა­ვარ არხთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×