რეზონანსი
06.10.2022

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს და აზიანებენ ურთიერთობებს და ა.შ., რა თმა უნდა, გვექნებოდა გამიჯვნა. შეგახსენებთ, მათ დაიწყეს ყველაფერი კითხვების დასმით. ამ კითხვებს არ გაეცა პასუხი და შემდეგ ამას მოჰყვა მათი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თავდასხმა. საქართველო ამაყობს იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს აქტუალურია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლება ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. თუ ვინმე ეცდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მათ დაიცავს კონსტიტუცია. ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, კითხვის დასმა როცა ინტერპრეტირდება თავდასხმად, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველაფერს მოეფინებოდა ნათელი, თუ კითხვებს გაეცემოდა პასუხი. შეგახსენებთ ამ კითხვებს: არიან „ენჯეოები", რომლებიც სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამ ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან. დაისვა კითხვა გამიჯვნის შესახებ, რაზეც პასუხი იყო დუმილი და ამას მოჰყვა ინტერპრეტაცია. ამის უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, არამედ 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან. რას იტყვიან და რას - არა, მე არ ვიცი", - აცხადებს კობახიძე.

იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებით, თავდასხმები კელი დეგნანზე არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ, რომელიც შექმნა ერთმა ადამიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×