საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
მისივე თქმით, ის არ სვამს წამლებს, ვერ იღებს საკვებს. აქვს ტემპერატურა და წნევა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, რა შედეგი გამოიტანა გუშინდელმა სასამართლო პროცესმა ვხედავთ ყველაფერს. ტემპერატურა აქვს 38, წნევა მაღალი, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათი არის. ახლა სათანადო კვლევები ჩაუტარდება, მედიკამენტებს არ სვამს, ვერ ჭამს, წამლებს არ იღებს იმიტომ რომ ამბობს, რომ შედეგი არ აქვს ამ წამლებს" - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედთან" მიხეილ სააკაშვილის მეგობრები,ოჯახი და პარტიის წევრები იკრიბებიან. ბოლო საათების განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.