რეზონანსი
10.10.2022

ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო პუნქტიდან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნეს და რუსეთის მიერ დღეს უკრაინაში განხორციელებული თავდასხმები დაგმეს.

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რას წარმოადგენს - ეს არის ტერორი და სისასტიკე. ვინც პასუხისმგებელია, პასუხი უნდა აგოს. ვგლოვობთ მსხვერპლს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვიცი, უკრაინელებo არ შეუშინდებიან და უკრაინელებმა იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ესტონეთის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა აუცილებლად უნდა მიაწოდონ ოფიციალურ კიევს საჰაერო თავდაცვა, რათა უკრაინელებმა თავიანთი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა შეძლონ.

„ჩვენ აქ ვდგავართ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე. ჩემს უკან რუსეთია. ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს ყველა უკრაინელს - ჩვენ ყველანაირად მხარს გიჭერთ. ჩვენ მსხვერპლებთან ერთად ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ", - აღნიშნა კალასმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×