რეზონანსი
11.10.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტემპერატურა აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

როგორც ვალერი გელბახიანმა „ვივამედის” კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განმარტა, სამხარაულის ექსპერტიზის მიერ საავადმყოფოდან სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე ყველა დოკუმენტი გამოთხოვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არის დანიშნული.

„სააკაშვილსგან შევიტყვე, რომ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ საავადმყოფოდან გათხოვილია ყველა დოკუმენტი მისი მკურნალობის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არის დანიშნული ხელისუფლების რომელიღაც უწყების მხრიდან, რომელიც ჩვენთვის არ არის ცნობილი.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ მოსაზრება, რომ არ ემთხვევა ამერიკელი ექსპერტების დიაგნოზი იმ დიაგნოზს, რომელიც ამ საავადმყოფოშია დასმული“, - განაცხადა გელბახიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×