რეზონანსი
11.10.2022

საქართველოს დამატებით სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს. საუბარია იმაზე, რაც დაწესებულია ევროპისა და დასავლეთის მიერ, ამ სანქციებს სრულად მიუერთდეს საქართველო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმარა.

„რაც შეეხება იმას, რომ სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს საქართველომ, შესაძლებელია ასეთი რჩევა გაგვიწიონ, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ქართველი პოლიტიკოსები, ჩვენ გადავწყვიტოთ საქართველოსთვის რა არის სასარგებლო, ამიტომ ნუ მოვახდენთ ამ ადამიანის დემონიზებას, ამ ადამიანმა თავისი პოზიცია გამოხატა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან კვლავ კეთდება განმარტება, თუ რას უნდა გულისხმობდეს საქართველოს შემთხვევაში დეოლიგარქიზაცია. ამჯერად რასა იუკნევიჩიენე საუბრობს კანონზე, რომელიც ქართველმა კანონმდებლებმა ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში უნდა მიიღონ. ეს არა არის ერთადერთი საკითხი, რასაც იუკნევიჩიენე ყურადღებას უთმობს. მათ შორისაა მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანა დასავლეთის სანქციებს შეუერთდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×