საქართველო ერთგული რჩება მთელი იმ შეზღუდვებისა, რომელიც არის რუსეთთან მიმართებაში და ამას ვასრულებთ პირნათლად მიუხედავად მთელი რიგი სპეკულაციებისა და ტალახის სროლისა, ეს ნათლად დადასტურდა და დაინახა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიღაცეებს და როგორც ჩანს, ქალბატონი რასაც მათ რიგებშია სურთ, რომ საქართველო იყოს საომარ მოქმედებებში ჩართული.
„არ ვიცი, რას ვერ ხედავს ქალბატონი რასა და რას გულისხმობს, რომ საომარ მოქმედებებში მხარი უნდა დავუჭიროთ. ნათელია ეს ნარატივი, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით მათი სურვილები, მათი თავდასხმა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე საქართველო იყოს ჩართული. ამ სურათით ნათლად იკვეთება, რომ ვიღაცეებს და როგორც ჩანს, ქალბატონი რასაც მათ რიგებშია სურთ, რომ საქართველო იყოს საომარ მოქმედებებში ჩართული“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან კვლავ კეთდება განმარტება, თუ რას უნდა გულისხმობდეს საქართველოს შემთხვევაში დეოლიგარქიზაცია. ამჯერად რასა იუკნევიჩიენე საუბრობს კანონზე, რომელიც ქართველმა კანონმდებლებმა ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში უნდა მიიღონ. ეს არა არის ერთადერთი საკითხი, რასაც იუკნევიჩიენე ყურადღებას უთმობს. მათ შორისაა მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანა დასავლეთის სანქციებს შეუერთდეს.