რეზონანსი
11.10.2022

მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა დადგება სწორ მხარეს და არ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს, რაც დაუშვეს მაშინ, როდესაც საქართველოს დასავლეთმა მოსთხოვა შეერთებოდა სანქციებს და ეს ასე არ მოხდა, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთე და განმარტა რა მიაჩნია მას საქართველოს მხრიდან სწორ ნაბიჯად.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიჩინოს სოლიდარობა, შეუერთდეს სანქციებს, გამოიჩინოს სამხედრო მხარდაჭერაც და ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც წვლილს შეიტანს რუსეთის იზოლირებაში, რომელიც არის ერთგვარი სიმსივნე ევროპული კონტინენტისა და განსაკუთრებით სახიფათოა მეზობელი ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში პირველ რიგში გულისხმობს დებიძინიზაციას და უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამას“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×