რეზონანსი
11.10.2022

ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით - უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რუმინეთი ამ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ის იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი ევროპაში პოლონეთთან ერთად. დღესაც, რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მხრივ ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით, ეს ჩვენი იყო და არ იყო გაზიარებული ევროპის ყველა ქვეყნისგან. დღეს ეს საზღვარი გადალახულია.

ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება. ეს პერსპექტივა იმის შედეგია, რაც უკრაინამ გააკეთა, მისი თავდადებული ბრძოლის შედეგია. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს, ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, ამისთვის გზა ხსნილია, შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×